“ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი უფლებამოსილებას იჩერებს

პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი, პოლიტსაბჭოში დროებით უფლებამოსილებას იჩერებს. მიზეზად ის ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გავრცელებულ განცხადებას ასახელებს.
მისი თქმით, მას არ სურს, რომ ინტერვიუს საბაბით დაწყებულმა გაუგებრობამ დეპუტატების არჩევანს ხელი შეუშალოს.
“ვწუხვარ, რომ მიმდინარე წლის 7 მარტს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ჩემი ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას ეხებოდა, არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. კვლავ ვიმეორებ, განსხვავებული აზრის პატივისცემა ჩემთვის უპირობო პრიორიტეტია, ამასთან, მივიჩნევ, რომ დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან წესრიგს და დისციპლინას. ვითვალისწინებ, რომ ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, აირჩიოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არ მსურს, რომ ჩემი ინტერვიუს საბაბით დაწყებულმა გაუგებრობამ თუნდაც ოდნავ შეუშალოს ხელი დეპუტატების არჩევანს. ამიტომ საჭიროდ მივიჩნევ, პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში შევიჩერო უფლებამოსილება, სანამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ განიხილება აღნიშნული ინტერვიუს გამო აგორებული უსაფუძვლო კომენტარების საკითხი”,- ნათქვამია არმაზ ახვლედიანის განხაცდებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები