ვახტანგ გომელაური 21 მარტის აქციის ორგანიზატორებთან კონსულტაციებს გამართავს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 21 მარტს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებთან კონსულტაციებს გამართავს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა დაგეგმილი აქცია მშვიდობიან ფორმაში ჩატარდეს.
“კონტრაქცია ამ აქციასთან არანაირად არ იქნება შეხებაში. უსაფრთხოების ზომები უზრუნველყოფილი იქნება. ხვალ გაკეთდება განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ქუჩები გადაიკეტება და სად იქნება შეფერხებები, ასევე სად შეეძლებათ ავტომანქანების გაჩერება, მათ, ვინც რეგიონებიდან ჩამოვლენ”, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები