დავით კერესელიძე: ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ ეს დაუშვებელი ფაქტი ჩვენს პარტნიორებს მივაწოდოთ

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი რუსეთსა და ოკუპირებულ ცხივნალს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხმაურება. დავით კერესელიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა მექანიზმს გამოიყენებს, რომ ეს დაუშვებელი ფაქტი საქართველოს პარტნოირებს მივაწოდოთ.
„ჩვენ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ ეს დაუშვებელი ფაქტი ჩვენს პარტნიორებს მივაწოდოთ. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება გუშინდელ იმ ფაქტს, რაც მოხდა მოსკოვში, ვგულისხმობ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რათა ეს დაუშვებელი ფაქტი, რომელიც არღვევს საერთაშორისო ნორმებს და ეწინააღმდეგება ყველანაირ პრონციპებს, მიმართულია საქართველოს ანექსიისკენ, მიწოდებული იქნას ჩვენი პარტნიორებისთვის“, – განაცხადა დავით კერესელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები