დავით კერესელიძე: ჟენევის ფორმატი რუსეთთან მოლაპარაკებისთვის ერთადერთი სწორი ფორმატია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, ჟენევის ფორმატი რუსეთთან პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის და უსაფრთხოებისთვის ერთადერთი სწორი ფორმატია. ხოლო რაც შეეხება აბაშიძე – კარასინის ფორმატს, მისი განცხადებით, მისი შეცვლის აუცილებლობა ამჟამად არ დგას, რადგანაც გარკვეული სარგებელი ამ ფორმატსაც აქვს. “რამდენად შედეგიანია მათი მოლაპარაკებები, ეს მეორე საკითხია. გარკვეული სარგებელი მას აქვს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე შეიძლება მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, ეს ფორმატი ჯერჯერობით არსებობს“, – განაცხადა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები