ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის 5.7 -კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის 5.7- კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის 5.7- კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. უწყების ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე გაეცნო.
პროექტი აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის ახალი საფარის დაგებას, ასევე კიუვეტების, გაბიონების, საყრდენი კედლების, საგზაო ნიშნების მოწყობასა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს ითვალისწინებს. ობიექტზე ამჟამად ფერდობის დამუშავება, მიწის სამუშაოები, მიერთებებისა და წყალგამტარი მილების მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება. აღნიშნული მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალქალაქის ტერიტორიაზე იწყება და სოფელ მთიულთუბანში სრულდება. ის კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებს -ახალქალაქს, ახალციხეს, ნოსტესა და მთიულთუბანს ერთმანეთთან აკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები