„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“- თბილისის საკრებულო აქციას შეუერთდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კამპანიას „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ შეუერთდა და „მზის ბავშვებს“ თანადგომა გამოუცხადა. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, საკრებულოს ფოიეში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული აქციით, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, დეპუტატებმა, ფრაქციებისა და კომისიების ხელმძღვანელებმა, საკრებულოს აპარატისა და ფრაქციების სამდივნოების თანამშრომლებმა „მზის ბავშვებს“ თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მეშვიდე წელია აღინიშნება. მისი მიზანი, დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოებას ინფორმირება, ასევე, ამ სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და აქტიურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები