"გაზპრომი“ უკრაინას გაზზე ფასდაკლებას გაუუქმებს

 “გაზპრომის” გადაწყვეტილებით, კომპანია აპრილიდან უკრაინას გაზზე ფასდაკლებას გაუუქმებს, – ამის შესახებ “გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრისას განაცხადა. “უკრაინა არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, არ ასრულებს იმ შეთანხმებას, რომელიც მიღწეული იყო ფასადაკლების უზრუნველყოფის კონტრაქტის დამატებისას. “გაზპრომმა” მიიღო გადაწყვეტილება, მომავალი თვიდან არ გაუგრძელოს უკრაინას მოქმედი ფასდაკლებები”, – განაცხადა ალექსეი მილერმა. “გაზპრომმა” უკრაინის დავალიანება რუსულ გაზზე 1,52 მილიარდ დოლარად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები