ყირიმის პრემიერი რეფერენდუმის თარიღის შეცვლას გეგმავს

   ყირიმის პრემიერის განცხადებით, რეფერენდუმის თარიღი შესაძლოა შეიცვალოს. მისი ჩატარების ახალი დრო კი, სავარაუდოდ, დღესვე გამოცხადდება. პრემიერ სერგეი აქსენოვის განცხადებით, საჭიროა 30 მარტს დანიშნული საერთო – სახალხო რეფერენდუმის თარიღის უფრო ახლო ვადებში ჩატარება. ყირიმის პრემიერის ინიციატივას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „იუნიანი“ ავრცელებს. „არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, სანამ კონკრეტული თარიღი არ დადგინდება, მერე რომ კონკრეტულ რიცხვზე არ ჩაეჭიდოთ, მაგრამ რეფერენდუმი მალე იქნება. სამუშაო ჯგუფი რეფერენდუმის ორგანიზებისთვის უკვე ასრულებს მუშაობას“,- განაცხადა აქსენოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები