თბილისში ორჰან ფამუქი ჩამოდის

  სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ორჰან ფამუქი ჩამოდის. როგორც ,,კვირამ“ გაარკვია, ცნობილი თურქი მწერალი თბილისში ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ ჩამოჰყავს. ჩვენ გავესაუბრეთ გამომცემლობის წარმომადგენელს, რომელმაც განაცხადა:
– დიახ, ორჰან ფამუქი თბილისში ჩვენს გამომცემლობას ჩამოჰყავს. 12 მარტს თავისუფალ უნივერსიტეტში სტუდენტებთან, 13 მარტს კი, -“რუსთაველის თეატრში“, მკითხველებთან შეხვედრა შედგება.
შესვლა მოსაწვევებით იქნება, რომლის მიღებაც მკითხველებს რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლიათ. უფრო ზუსტ ინფორმაციას მოგვიანებით შეიტყობთ. ამ ეტაპზე დეტალები ზუსტდება და, როგორც კი ჩვენთვის რაიმე კონკრეტული გახდება ცნობილი,- აუცილებლად შეგატყობინებთ.
ორჰან ფამუქი თურქული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის წამყვანი მწერალია. მისი ნამუშევრები თარგმნილია ორმოცზე მეტ ენაზე. მწერალს წამყვანი თურქული და საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოები აქვს მიღებული. 2006 წლის 12 ოქტომბერს ორჰან ფამუქი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გამოსცა მწერლის შემდეგი ნაწარმოებები: ,,შავი წიგნი“,,ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები“, ,,თოვლი“,,მე წითელი მქვია“, ,,მდუმარე სახლი“ და ,,თოვლი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები