მალაიზიის სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრის რეფორმებს გაეცნო
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მალაიზიის სამთავრობო დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს, როგორც ტოპრეფორმატორი ქვეყნის გამოცდილებას გაეცნენ. სამთავრობო დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა ქონების რეგისტრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურები, ელექტრონულ სერვისების დამისამართების და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტები გააცნეს. სააგენტოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ვიზიტი 20 მარტს დასრულდება.