ირაკლი ღარიბაშვილი: მთავარი ყურადღება რეგიონების განვითარებაზე გადაგვაქვს

ჩვენ უნდა ვაწარმოებდეთ ქართულ პროდუქციას; ჩვენი ამოცანაა, რეგიონი გავაძლიეროთ, იმპორტირებული დაბალი ხარისხის პროდუქცია ადგილობრივი წარმოებით ჩავანაცვლოთ და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება განვავითაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამცხე-ჯავახეთში, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა. პრემიერმა განმარტა, რომ დეტალურად არის შესწავლილი რეგიონებში არსებული რესურსები და მთავრობა მზად არის, დაიწყოს რეგიონების რეალური განვითარება. ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ბიზნესმენები პროექტით დაინტერესდებიან და მათ სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას ჰპირდება. „დღეს გამოიკვეთა, რომ ადგილზე არიან მეწარმეები, ფერმერები, რომლებსაც არ აქვთ განვითარების საშუალება და ამაში დავეხმარებით. ბევრი საწარმო დაკეტილია, რომელთა აღდგენა შეიძლება“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები