საკრებულოში თბილისის ვიცე-მერად დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

თბილისის საკრებულოში, კომისიების გაფართოებულ სხდომაზე დედაქალაქის ვიცე-მერად დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურას საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე წარსადგენად თანხმობა მისცეს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა მის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გეგმის, შესაბამისი საკანომდებლო შექმნის შესახებ, ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ჩამოყალიბებაზე, ინვენტარიზაციის პროექტისა და სხვა პროგრამებზე. გავრცელებული ინფორმაცით, ქუმსიშვილის კანდიდატურის წინააღმდეგი მხოლოდ ირაკლი აბესაძე იყო. აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის წევრობის ხუთი ახალი კანდიდატურაც განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები