საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ქეთი ჯოხაძე ხელმძღვანელობდა.
დეპუტატებმა დღისწესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს, რომელიც გულისხმობს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში,მძლეოსნობის არენის მშენებლობის დაფინანსებას.
აღნიშნულ საკითხს კომისიის წევრებმა უახლოეს ბიუროს სხდომაზე გასასვლელად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები