საკრებულოში ურბანული და ქალაქგეგმარებითი საკითხები განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩატარდა. სხდომაზე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მაურნეობის კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დეპუტატებმა საბურთალოს, ჩუღურეთის, კრწანისისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობებს თანხმობა მისცეს შემდეგი პროექტების განხორციელებაზე:
საბურთალოს რაიონში გზების მოხრეშვის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, საკანალიზაციო, სანიაღვრე, სადრენაჟე და წყალსადენი ქსელების მოწყობა – რეაბილიტაციის სამუშაოები, ინდივიდუალური გაზიფიცირება, გზების მოვლა – შეკეთება.
ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე ავარიული სახლების და სხვა ნაგებობების გამაგრება – გაძლიერების და დამზღვევი ღონისძიებებისათვის საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, საყრდენი კედლების მოწყობა (ზაზიაშვილის 2. შესახ. N12, მნათობის ქ. N41, ბუხაიძის ქ. N21).
კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოების დეფექტური აქტების და ტექნიკური დავალებების შედგენა.
ნაძალადევის რაიონში ინდივიდუალური გაზიფიცირება, ორი ეკლესიის ფინანსური დახმარება და რაიონის ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა.
დეპუტატებმა ასევე თანხმობა მისცეს მერიის კეთილმოწყობის სამსახურს შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:
ბ. პაიჭაძის ქ. N1 მდებარე კორპუსის გადახურვის სამუშაოები, ვარკეთილი 3, მე–3ა მ/რ კორპ. 330–ის გამაგრება – გაძლიერების სამუშაოები, ალ. ყაზბეგის გამზ. კორპ. N1–ის გამაგრება – გაძლიერების სამუშაოები, ცოტნე დადიანის N34 კორპ. 15–ის გაძლიერება – გამაგრების სამუშაოები, ვაჟა–ფშაველას მე–5 კვ, კორპ N1–ის გამაგრება – გაძლიერების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, ვარკეთილი 3, მე–3ა მ/რ. კორპ. 329–ის გამაგრება – გაძლიერების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, სანზონის 16–ა კორპუსის გამაგრება – გაძლიერების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, მეტეხის გვირაბის გაგრძელებაზე, მდ. მტკვარზე ხიდი – ესტაკადის რეაბილიტაციის სამუშაოები.
დეპუტატებმა ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი კომისიის (ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიის) ერთობლივი საკითხი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებების შეტანა.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომას თბილისის ოთხი რაიონის გამგეობის და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები