“ქორთიარდ მარიოტში“ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის “ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფო” პრეზენტაცია გაიმართება

“ქორთიარდ მარიოტში“ ხვალ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის “ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფო” პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც “კვირას“ ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლალი მოროშკინამ განუცხადა, “ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფო” პოზიციონირებს, როგორც წარმატებულ ქალთა ერთობა, რომლებიც მზად არიან თავისი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარონ ახალგაზრდებს.
მისივე ინფორმაციით, არასამთავრობოს 5 მიმართულება აქვს და თითოეული დამფუძნებელი თითო მიმართულებას უხელმძღვანელებს: მაია ბარათაშვილი კულტურას უხელმძღვანელებს; მარინა სალუქვაძე  -ბიზნესს; ნათია შათირიშვილი – განათლებას; ნანა გოჩელაშვილი – სამართლებრივ მხარეს. “მე, როგორც თავმჯდომარე, ამჯერადაც სამოქალაქო უფლებების დაცვის კუთხით ვიმუშავებ“, – აღნიშნა მოროშკინამ. მისივე თქმით, ორგანიზაცია სხვადასხვა ქალაქებში ლექცია/სემინარებსაც ჩაატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები