იულია ტიმოშენკოს მარტში პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგენენ

  მარტში დაგეგმილ პარტია „ბატკივშინას“ ყრილობაზე იულია ტიმოშენკოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგენენ,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის წევრი, სახალხო დეპუტატი ვლადიმერ ბონდარენკო ავრცელებს. „მარტში აუცილებლად შედგება პარტია „ბატკივშინას“ ყრილობა. დარწმუნებული ვარ, რომ დელეგატები მხარს დაუჭერენ ტიმოშენკოს კანდიდატურას უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე. სხვა ალტერნატივა, ჩემი აზრით, არ არის“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები