უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი, – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი თქმით, კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით – ბარში წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი.
“საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არამდგრადი, ნალექაიანი ამინდებია მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში ცალკეულ დღეებში შესაძლოა ნალექი შეწყდეს, თუმცა კვირის განმავლობაში უმეტესად იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს“, – განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.
მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელს თქმით, წვიმაა მოსალოდნელი დედაქალაქშიც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა თბილისში 13 გრადუსს მიაღწევს.