ბესარიონ გორჯოლაძე მშობლიურ სოფელში სამხედრო პატივით დაკრძალეს
აშშ-ში დაღუპული ქართველი კურსანტი ბესარიონ გორჯოლაძე მის მშობლიურ სოფელში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ნიუ ჯერსიში გარდაცვლილი ქართველი კურსანტის პანაშვიდი დილიდან კასპის რაიონში, სამთავისის ამაღლების ტაძარში მიმდინარეობდა.
ბესარიონ გორჯოლაძის დაკრძალვაზე თავდაცვის მინისტრი, ასევე ამერიკის საზღვაო თავდაცვის აკადემიის კურსანტები იმყოფებოდნენ.
რაც შეეხება სოსო მაკარიძეს, მას სამშაბათს თერჯოლაში დაკრძალავენ.
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი მსმენელი – სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში, 7 მარტს მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.