იანუკოვიჩმა პუტინს უკრაინაში ჯარების შეყვანა სთხოვა

  ექსპრეზიდენტმა უკრაინაში „სამართლიანობის აღდგენა“ უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების დახმარებით სცადა. ვიქტორ იანუკოვიჩმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს 1 მარტს წერილით მიმართა, რომელშიც ის მეზობელი ქვეყნის პირველ პირს უკრაინაში ჯარის შეყვანას სთხოვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და რუსული საინფორმაციო სააგენტოები გაეროში რუსეთის ელჩზე ვიტალი ჩურკინზე დაყრდნობით ავრცელებენ. “როგორც უკრაინის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი, პრეზიდენტ პუტინს თხოვნით მივმართავ, რომ კანონიერების აღდგენის მიზნით შემოიყვანოს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე“,- განაცხადა ჩურკინმა იანუკოვიჩის წერილის ციტირებისას. მისივე სიტყვების დადასტურების მიზნით, ჩურკინმა გაეროს საბჭოს წევრებს, იანუკოვიჩის მიერ პუტინისთვის მიწერილი წერილის ფოტოასლი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები