ეუთო უკრაინაში მონიტორინგის სპეციალურ მისიას გააგზავნის
ეუთო უკრაინაში მონიტორინგის სპეციალურ მისიას გააგზავნის. გადაწყვეტილება ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
“დღეს განვიხილეთ წინადადება უკრაინაში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის შესახებ, რამაც ფართო მხარდაჭერა მიიღო”, – განაცხადა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებში იგორ პროკოპჩუკმა.