ბარაკ ობამა: ეს ყველაფერი შესაძლოა რუსეთს ძვირი დაუჯდეს

  აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესს მოუწოდებს, უკრაინის დასახმარებელი ზომები უმოკლეს ვადებში მიიღოს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა, თუ რუსეთი არ შეიცვლის კურსს, აშშ მზად არის, განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და დიპლომატიური ზომები, რომლებიც რუსეთის იზოლაციას მოახდეს და ნეგატიური გავლენა ექნება მის ეკონომიკასა და მსოფლიო სტატუსზე.
ბარაკ ობამას თქმით, დროთა განმავლობაში რუსეთს შეიძლება ძვირად დაუჯდეს ეს ყველაფერი.
“რა თქმა უნდა, ყირიმში შექმნილი ვითარება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რუსეთს უკრაინის საზღვარზე მსხვილი არმია ჰყავს განთავსებული. მაგრამ ფაქტად რჩება, რომ დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი შესაძლოა მას ძვირი დაუჯდეს. ამიტომ დადგა დაფიქრების დრო, შეძლებს თუ არა რუსეთი თავისი ინტერესების დაცვას დიპლომატიის და არა – ძალის გამოყენებით”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები