ჯონ მაკკეინმა CNN- ის ეთერში უკრაინასა და საქართველოზე ისაუბრა

  ჯონ მაკკეინმა „სი-ენ-ენ“-ის ეთერში უკრაინის მოვლენებზე ისაუბრა. სენატორმა რამდენჯერმე საქართველო და 2008 წლის ომიც ახსენა და აღნიშნა, რომ მოვლენების მსგავსი განვითარება საქართველოში ბუშის ადმინისტრაციის უმოქმედობამ გამოიწვია. მან საერთაშორისო საზოგადოებას კრემლის მიმართ უფრო ხისტი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. მაკკეინის თქმით, კრემლის მიმართ პოზიციის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია საქართველოს ნატოში დაჩქარებულად მიღების საკითხის განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები