შეხვედრა ბერლინში მცხოვრებ ქართველ ხელოვანებთან
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ბერლინში მცხოვრებ ქართველ ხელოვანებს საქართველოს საელჩოში შეხვდა. შეხვედრას, რომელიც გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შედგა, ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია და სხვა მოწვეული სტუმრები. საუბრის თემა იყო კულტურის სფეროში არსებული პრობლემები, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები. გურამ ოდიშარიამ სამინისტროში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და მოისმინა მოწვეული სტუმრების აზრი რამდენიმე აქტუალურ საკითხზე. დაიგეგმა გერმანიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანების აქტიური ჩართვა მიმდინარე კულტურულ პროცესებში.