უკრაინელმა სამხედროებმა ვლადიმერ პუტინის საუბარი „მიიტაცეს“

  რუსეთი უკრაინის სამხედრო ძალების საბრძოლო მოქმედების პროვოცირებას ცდილობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიფინგზე ვოლნისკოვის ოლქის სამხედრო კომისრის მოადგილემ სასწავლო საქმეებში, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ბონდარუკმა განუცხადა. ბონდარუკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა სატელეფონო ჩანაწერები აღმოაჩინეს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმ პირებს ელაპარაკება, რომლებიც ახლა გადიან სამხედრო ოპერაციებს ყირიმში. სატელეფონო ჩანაწერებში პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კითხულობს, თუ რატომ არ ხსნიან საპასუხო ცეცხლს უკრაინელი სამხედროები და ახდენენ თუ არა რუსი სამხედროები მათ პროვოცირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები