გიგა ბოკერია: თავს დაგვესხნენ ჩეკისტი ბავშვები

ღარიბაშვილის დაქირავებული ვიღაც პროვოკატორი ჩეკისტი ბავშვები თავს დაგვესხნენ – ასე გამოეხმაურა გიგა ბოკერია საქართველოს პარლამენტთან “თავისუფალი თაობის” მიმდინარე აქციაზე მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც პარლამენტის შენობიდან გამოსული “ნაციონალური მოძრაობის” წევრები: გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი და “თავისუფალი თაობის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
“ღარიბაშვილის დაქირავებული ვიღაც პროვოკატორი ჩეკისტი ბავშვები იყვნენ. დაიწყეს გინება და ჩხუბი. რა უნდა მომხდარიყო. ეს, სამწუხაროდ, მათი ჩვეულებრივი სტილია”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
აღნიშნულ დაპირისპირებაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე კონტრაქციის წევრები – “თავისუფალი ზონისა” და “სამართლის თაობის” წევრები ჩაერთნენ. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები