რა სანქციებს დააკისრებს ევროკავშირი რუსეთს?

  ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო ბრიუსელში საგანგებო სხდომა გამართეს. ყირიმში კრიზისის აცილებისათვის ევროპელმა დიპლომატებმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა განცხადებით, თუ რუსეთი 6 მარტამდე არ გამოიყვანს ყირიმის ნახევარკუნძულიდან სამხედრო ძალებს და სიტუაციის დესკალაციას არ მოახდენს, დაისჯება. პირველ სანქციად რუსეთისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა იქნება. ამას გარდა რუსეთთან ევროკავშირმა შესაძლოა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების ხელმოწერის შესახებ შეთანხმება გააუქმოს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გუშინ შეიკრიბნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები