„თანხები ქუთაისში პარლამენტის აგებაზე კი არა, ქუთაისის ეკონომიკურ განვითარებაზე უნდა დახარჯულიყო და ქარხნები აეშენებინათ“

„თანხები ქუთაისში პარლამენტის აგებაზე კი არა, ქუთაისის ეკონომიკურ განვითარებაზე უნდა დახარჯულიყო. ქუთაისში შეიძლებოდა ძალიან მძლავრი ინდუსტრიული ცენტრი შექმნილიყო“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა და საქართველოს წინა ხელისუფლება გაუმართლებელ დანახარჯებში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ბევრად სწორი და უკეთესი იქნებოდა, თუ პარლამენტის აგებაზე დახარჯული ფულით ქუთაისში ქარხნები აშენდებოდა და მოსახლეობა დასაქმდებოდა.
„პარლამენტზე დახარჯული თანხით შეიძლებოდა ქუთაისში რამდენიმე ისეთი ქარხანა აშენებულიყო, რომელიც ხალხს დაასაქმებდა და მოგებას მოიტანდა. ჩვენ დღეს რეალურად გვაქვს დიდი კოლბა, ქუთაისისთვის კი მოგება შეიძლება იყოს ის, რომ იმ კოლბაში შესული უჰაერობით გასავათებული, თავატკიებული ადამიანები შენობიდან რომ გამოვლენ, სადღაც, კაფეში ან სუპერმარკეტში შევლენ და რამეს იყიდიან. ამით ქუთაისის ეკონომიკა არ აღორძინდება“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები