მიწის ლეგალიზაციის კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 82 მოქალაქის განცხადება განიხილა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების” კომისიაზე მოქალაქეების განცხადებების განხილვა გრძელდება. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში 82 საკითხი განიხილეს. მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომა საკრებულოში ყოველ სამშაბათს იმართება და დაახლოებით ასამდე მოქალაქის განცხადება იხილება. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მისამართით გაჩნდა დამატებითი კითხვები, სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს ვითარებას, რის შემდეგაც გადაწყვეტილება მიიღება. აუცილებლობის შემთხვევაში კი, მუშაობის პროცესში დარგის ექსპერტების ჩართვაც ხორციელდება. საკრებულოს დეპუტატების გარდა, კომისიის შემადგენლობაში ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრის, დედაქალაქის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები