„ამირანმა“ ქართველ სამხედროებს უმასპინძლა

კინოთეატრ „ამირანში“ ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ფილმის ჩვენება მოეწყო. საქართველოს შეარაღებული ძალების IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადების სამხედროებმა კლინტ ისტვუდის „ამერიკელი სნაიპერი“ ნახეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურად ქართველი სამხედროებისთვის თემატურად შერჩეულმა ფილმმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფილმში მოთხრობილია, თუ როგორ გახდა ტეხასელი, როდეოს ჩემპიონი ქრის კაილი აშშ-ს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი სნაიპერი. მან ცხელ წერტილებში 150 დადასტურებული ლიკვიდაცია მოახდინა.
კინოჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და კინოთეატრ „ამირანს“ შორის თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა. მსგავსი ღონისძიებები შეიარაღებულ ძალებში ქართველი სამხედროებისთვის მუდმივად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები