დავით ნარმანია საკრებულოს დიმიტრი ქუმსიშვილისა და ირაკლი ლექვინაძის კანდიდატურებს 12 მარტს წარუდგენს

თბილისის მერი, დავით ნარმანია ახალ მოადგილეებს – დიმიტრი ქუმსიშვილსა და ირაკლი ლექვინაძეს ხუთშაბათს, 12 მარტს წარადგენს.
დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ თბილისის საკრებულო წარდგენილ კანდიდატებს მხარს დაუჭერს.
“წარდგენა მოხდება ხუთშაბათს, რათა საკრებულომ პროცედურის შესაბამისად დაიწყოს განხილვები. ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, აქვთ სათანადო გამოცდილება, უნარ-ჩვევები, პრინციპულობა, რომ ერთად ვაკეთოთ ის საქმე, რაც წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს დავპირდით”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები