„თავისუფალი დემოკრატები“: თბილისის მერი ვალდებულია საკრებულოს და მოსახლეობას განუმარტოს, რა პროცესებთან გვაქვს საქმე

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს და გამოეხმაურნენ დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ინიციატივას, საკრებულოში თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ნარმანიას სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით. ფრაქციის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი მუსხელიშვილმა გააცნო, ნათქვამია, რომ ,,თავისუფალი დემოკრატები“ იზიარებენ დამოუკიდებელი დეპუტატის, ალექსანდრე ელსაშვილის სულისკვეთებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მთავრობაში შექმნილი მდგომარეობა ბადებს ბევრ კითხვას და სასწრაფოდ მოითხოვს განმარტებებს.
„დედაქალაქში შექმნილია საგანგებო ვითარება – დაწყებულია სამართლებრივი დევნა მერიის მაღალჩინოსნების მიმართ. კორუფციაში ეჭვმიტანილნი არიან მერიის მაღალი თანამდებიობის პირები, ყოველდღიურად ჩვენ გვესმის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და ბრალდებები. გაურკვეველი არგუმენტებით სამსახურებს ტოვებენ მერიის და გამგეობების სხვადასხვა თანამდებობის პირები. დედაქალაქში გაჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები. ფაქტიობრივად, მოშლილია და სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს საქალაქო სამსახურები. ამ და სხვა საკითხებზე განმარტება დედაქალაქის სათათბირო ორგანომ მერის, დავით ნარმანიასგან უნდა მოისმინოს. თბილისის მერი, დედაქალაქის მთავრობასთან ერთად, ვალდებულია, საკრებულოს და მოსახლეობას განუმარტოს, რა პროცესებთან გვაქვს საქმე. თუმცა ვინაიდან საკრებულოს რეგლამენტით გაწერილია გარკვეული პროცედურები, ჩვენ ვიყენებთ რეგლამენტით მინიჭებულ უფლებას და თბილისის მერს ვიბარებთ ფრაქციის სხდომაზე. იმ შემთხვევაში, თუ დავით ნარმანია უარს იტყვის ჩვენს შეთავაზებაზე და თავს აარიდებს პასუხისმგებლობას, პასუხი გასცეს თბილისის სამი რაიონის მაჟორიტარის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კითხვებს, ფრაქცია თავად დააყენებს მოთხოვნას, თბილისის მერი დაბარებული იქნას საკრებულოს სხდომაზე“, – განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები