გიორგი მარგველაშვილი ოთარ კობერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობის ოთარ კობერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოთარ კობერიძის გარდაცვალების გამო. ბატონი ოთარის მიერ განსახიერებული მრავალი როლი მაყურებელთა არაერთმა თაობამ შეიყვარა და გაითავისა. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში. ამ მძიმე წუთბში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ოთარის ოჯახსა და ახლობლებს“,-აღნიშნავს პრეზიდენტი.
90 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე დღეს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები