ზუგდიდის გამგებლის მოადგილის ცემის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
ზუგდიდში გამგებლის მოადგილე ნიკა სართანია მერიის თანამშრომლებმა სცემეს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის შედეგად, სსკ-ის 125-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ცნობილია მათი ვინაობაც, ვინც ნიკა სართანიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ისინი ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელები დავით სოსელია და მამუკა ციმინტია არიან. ნიკა სართანია სოფელ ოდიშის ყოფილი გამგებლისა და ორგანიზაციის „ქალები მშვიდობისათვის“ ლიდერის, ყოფილი პატიმრის ლალი ანთიას შვილია. სართანია საგანგებო ბრიფინგის გამართვას აპირებს.