ანგელა მერკელს რუსეთთან დიალოგი სურს, თუმცა სანქციების გაუქმებას არ გეგმავს

გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს რუსეთთან დიალოგი სურს, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას არ გეგმავს, – ამის შესახებ განცხადება მან იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას ჟურნალისტებთან გააკეთა. ამასთან, მერკელმა ხაზი გაუსვა იაპონიასთან და ბრაზილიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაშიც. იაპონიაში ყოფნისას მერკელმა “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების მიერ სიკვდილით დასჯილი 2 იაპონელი მოქალაქეც გაიხსენა და კიდევ ერთხეულ მიუსამძიმრა მათ ოჯახებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები