პან გი მუნმა ტერორისტების მიერ ერაყის ისტორიული მემკვიდრეობის განადგურება დაგმო
ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ერაყის ისტორიული მემკვიდრეობის განადგურებას გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ომის დანაშაული უწოდა, საზოგადოებას ტერორისტების შეჩერებისკენ მოუწოდა და მათი დასჯის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ბოლო ორი თვის განმავლობაში ისლამისტმა ექსტრემალებმა არაერთი ქალაქი შეურაცხყვეს და ისტორიული ნაგებობები გაანადგურეს.