დონბასში სეპარატისტებმა 16 -ჯერ დარღვიეს სამშვიდობო შეთანხმება
გასული ღამის განმავლობაში დონბასის ტერიტორიაზე მებრძოლმა პრორუსმა სეპარატისტებმა 16 -ჯერ დაარღვიეს სამშვიდობო შეთანხმება და უკრაინის სამხედრო ბატალიონს “ატოს” ცეცხლი გაუხსნეს. სროლა განსაკუთრებული სიხშირით ისმოდა მარიუპოლისა და დებალცევოს ტროცკის რაიონებში. “ატოს” პრესცენტრის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.