ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დადაევმა დანაშაულში მონაწილეობა აღიარა

“ბი-ბი-სის” ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ზაურ დადაევმა დანაშაულში მონაწილეობა აღიარა.
როგორც წყარო მოსამართლეზე დაყრდნობით იტყობინება, დადაევმა აღიარებითი ჩვენება სასამართლოს უკვე მისცა. მომხდარს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი “ინსტაგრამზე” გამოეხმაურა. მან ზაურ დადაევს “რუსეთის ნამდვილი პატრიოტი და ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი და მამაცი ჯარისკაცი” უწოდა.
მოსკოვის სასამართლომ ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ზაურ დადაევს და ანზორ გუბაშევს ბრალი წაუყენა. ისინი შაბათს დააკავეს. მოსკოვის სასამართლოს პრესსპიკერის, ანნა ფადეევას განცხადებით, მკვლელობასთან კავშირში კიდევ სამი ადამიანის ვინაობა გამოვლინდა. ერთ-ერთია დაკავებული ანზორ გუბაშევის ძმა, ასევე – რამზატ ბახაევი და ტამერლან ესკეხანოვი. თუმცა, ისინი მკვლეობაში მონაწილეობას უარყოფენ.
ბორის ნემცოვი 27 თებერვალს, საღამოს, კრემლთან ახლოს, ხიდზე მოკლეს. მას 4 ტყვია ზურგის არეში მოხვდა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები