ოლეგ ლიაშკომ ნადეჟდა სავჩენკოს 8 მარტი მიულოცა
უკრაინის რადიკალური პარტიის თავჯდომარემ ოლეგ ლიაშკომ უკრაინელ მფრინავსა და დეპუტატს ნადეჟდა სავჩენკოს, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი მიულოცა.
“ძვირფასო ნადია, მთელი გულით გილოცავთ 8 მარტს, გისურვებთ განთავისუფლებას და ჯანმრთელობას. თქვენ ჩვენი გმირი ხართ”,-წერს ლიაშკო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.