ნიგერიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა
ნიგერიის ქალაქ მაიდუგურში მომხდარი აფეთქებების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, 140 კი მძიმედ დაიჭრა. ტერაქტი ადგილობრივ ბაზარში, ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. მსგავსი ტერაქტები ქალაქ მაიდუგურში ხშირია, რადგანაც “ბოკო ჰარამის” დაჯგუფების წევრები აღნიშნული ტერიტორიის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ.