რუსი სამართალდამცავები ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს კითხავენ

მოსკოვში, ბასმანის სასამართლოში ამ წუთებში რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს კითხავენ. “ტვ ზვეზდას” ინფორმაციით, ეჭვმიტანილები სასამართლოში მალულად, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შემდეგ მიიყვანეს.
დაკავებულ პირებს ბრალს დღეს წაუყენებენ. რუსმა სამართალდამცავებმა ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით, გუშინ 3 ადამიანი – ანზორ გუბაშევი, ზაურ დადაევი და შაჰიდ გუბაშევი დააკავეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მესამე პირი, ბესლან შავანოვი გუშინ გროზნოში დაიღუპა. მან თავი აიფეთქა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები