დებალცევოში პრორუსმა სეპარატისტმა ქალებმა ჩვენება გამართეს (ფოტოკოლაჟი)
დონეცკის თვითგამოცადებულ რესპუბლიკაში, ქალაქ დებალცევოში, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრორუსმა სეპარატისტმა ქალებმა, მოდების ჩვენება გამართეს.
სამხედრო ფორმების ნაცვლად მათ დახვეწილი და სექსუალური სამოსი მოირგეს, სამხედრო ფეხსაცმლის ნაცვლად კი მაღალქუსილიანი, კლასიკური ფეხსაცმელი. ორგანიზატორების განმარტებით ჩვენების მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის იმის დამტკიცება იყო, სამხედრო მოსამსახურე ქალებიც ისეთივე ლამაზები არიან, როგორც დანარჩენები. დებალცევოში გამართულ ჩვენებას სამხედრო ბატალიონის ჯარისკაცები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.