დონეცკში გასული ღამის განმავლობაში 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 3 კი დაიჭრა
დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, გასული ღამის განმავლობაში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაიჭრა.
“ატოს” სამხედრო ბატალიონის, პრესცენტრის წარმომადგენლის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, პრორუსმა სეპარატისტებმა გუშინ მინსკის სამშვიდობო შეთანხმება რამდენჯერმე დაარღვიეს, ამბოხებულებმა უკრაინულ სამხედრო ბატალიონს 8-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. აღსანიშნავია, რომ მარიუპოლის ტერიტორიაზე 6 უპილოტო თვითმფრინავი შენიშნეს. ისინი პრორუს სეპარატისტებს ეკუთნის.