რუსი ექსპერტი: ნადეჟდა სავჩენკოს შიმშილობა სიმულირებული იყო

რუს ექსპერტს ალექსეი კოვალკოვს უკრაინელი მფრინავისა და რადას დეპუტატის ნადეჟდა სავჩენკოს შიმშილში ეჭვი ეპარება. მისი აზრით, უკრაინელი მფრინავის შიმშილობა სიმულირებული იყო, რადგანაც მას არ შეეძლო, რომ 80 დღის განმავლობაში საკვებზე უარი განეცხადებინა.
ამასთან, კოვალკოვი იმასაც ამბობს, რომ 70 დღიანი შიმშილის შემდეგ სავჩენკო “40 კილოგრამიან მუმიას უნდა დამსგავსებოდა”, ეს კი ასე არ მოხდა. ექსპერტის განცხადებით, სავჩენკოს რომ მართლაც ეშიმშილა, 20 დღის შემდეგ მისი ჯანმრთელობა ისე გაუარესდებოდა და ახლა ის შესაძლოა, ცოცხალიც არ ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები