თელ-ავივში საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება
ისრაელის ქალაქ თელ-ავივში საპროტესტო დემონსტრაციები გრძლედება. ქალაქის ცენტრში გუშინ 30 ათასამდე დემონსტრანტი იყო შეკრებილი. ისინი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბინიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები დემონსტრაციაზე ტრანსფარანტებით მივიდნენ და ისრაელის მთავრობას ცვლილებებისკენ მოუწოდებდნენ. “ისრაელს ცვლილებები სჭირდება” გაიძახოდნენ დემონსტრანტები.