ქვემო ქართლში ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, მორიგი პრევენციული ღონისძიებების გატარებისას, ქვემო ქართლის რეგიონში, ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს ტყის ფონდის ტერიტორიაზე 15 კუბური მეტრი, წიფლის, რცხილისა და სოჭის ჯიშის ხე-მცენარე უკნანონოდ გაიჩეხა. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.