ლონდონში პარლამენტის სახურავზე ღამის გატარებისთვის მამაკაცი დააპატიმრეს
ლონდონში პარლამენტის სახურავზე ღამის გატარებისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის პარლამენტის ტერიტორიაზე მაშინ შეიპარა, როდესაც ლონდონის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაცია იმართებოდა.
ახლაგაზრდა მამაკაცს დღეს ახსნა-განმარტებებს ჩამოართმევენ. იმ შემთხვევაში თუ დამტკიცდა, რომ მამაკაცი სახურავზე შემთხვევით მოხდა, მას გაანთავისუფლებენ.