დებალცევოში 500 დაღუპული ადამიანი ჯერ არ დაუკრძალავთ
დებალცევოში 500 დაღუპული ადამიანი ჯერ კიდევ არ დაუკრძალავთ, მათი ცხედრები საცხოვრებელი სახლების სარდაფებში ინახება. გაეროში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, აშშ-ს წარმომადგნელმა სამანტა პაუერსმა განაცხადა, რომ მათი უმეტესობის ინდეტიფიცირება ვერ ხერხდება, ამასთან გარდაცვლილებს არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი საბუთები. ეს ადამიანები სარდაფებში იმიტომ აღოჩნდნენ, რომ საომარ მოქმედებებს გაურბობდნენ და სიცოცხლის შენარჩუნება სურდათ.