ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვიმიტანილებს შესაძლოა დღეს პატიმრობა მიუსაჯონ

რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ანზორ გუბაშევს და ზაურ დადაევს შესაძლოა დღეს პატიმრობა მიუსაჯონ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი გუშინ დააკავეს. კანონის თანახმად კი , დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება, დაკავებიდან 48 საათის მანძილზე უნდა იქნას მიღებული. აღსანიშნავია, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ დაკავებულები კავკასიელები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები