უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლი 14-ჯერ გახსნეს
უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლი 14-ჯერ გახსნეს.
როგორც ადგილობრივი მედია ანტიტერორისტულ პრესცენტრზე დაყრდნობით იტყობინება, ისინი განაგრძობენ პროვოკაციულ ქმედებებს, რითაც არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკის შეთანხმებას.
რუსეთმა კი დონბასში მორიგი ჰუმანიტარული კოლონა გაგზავნა. ტვირთმა რუსეთ-უკრაინის საზღვარი უკვე გადაკვეთა. რუსული მხარის ინფორმაციით, დახმარება რამდენიმე დღის წინ დონეცკის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებისთვის იგზავნება. ეს უკვე რუსეთის მიერ დონბასში გაგზავნილი რიგით მე-18 ავტოკოლონაა.