დებალცევოში, სახლების სარდაფებში 500 მშვიდობიანი მცხოვრების ცხედარია აღმოჩენილი
დებალცევოს დაცხრილვის შედეგად, საცხოვრებელი სახლების სარდაფებში 500 მშვიდობიანი მცხოვრების ცხედარია აღმოჩენილი, – ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოში სამანტა პაუერმა განაცხადა.
როგორც პაუერმა აღნიშნა, ცხედრების შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის ივან შიმონოვიჩის ანგარიშში არ შესულა.
“გასულ თვეში, ალყის გარღვევის შემდეგ, დებალცევოს საცხოვრებელი სახლების სარდაფებში 500 ცხედარია აღმოჩენილი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც რუსულ თავდასხმებს აფარებდნენ თავს“, – განაცხადა პაუერმა.